ეტიკეტის დატანა ბოთლზე!2013-04-24

ვინოთეკა გთავაზობთ თქვენთვის სასურველი სასაჩუქრე და კორპორა–ტიული ეტიკეტის დატანას თქვენივე შერჩეულ ღვინის ბოთლზე.

შესაკვეთი მინიმუმი – 1 ბოთლი!!!

ფასი:  

1 ბოთლი – 1 ლარი

მომსახურება – 20 ლარი  (რაოდენობის მიუხედავად)

ეტიკეტის დიზაინი – 30 ლარიდან

(სირთულის მიხედვით)



ჩვენი რეკომენდაცია2013-12-04

გვინდა გირჩიოთ კომპანია  "ლუკასი"-ს  გამორჩეული ღვინო  საფერავი  2011.

ეს წითელი მშრალი ღვინო დამზადებულია ფაფრის მინდვრებში მოყვანილი საფერავის  ყურძნისაგან. 



აგვისტოს გაყიდვების ტოპ ათეული2013-09-16

1. ახაშენი - ბადაგონი

2. ხვანჭკარა - თელიანი ველი

3. ტვიში – თელიანი ველი

4. ქინძმარაული - თელავის მარანი

5. ქინძმარაული - თელიანი ველი

6. ოქრო – რქაწითელი

7. ტვიში – თელავის  მარანი

8. მწვანე ქისი  - თელავის მარანი (კონდოლი)

9. იყალთოს მწვანე – გლეხური

10. მუკუზანი – თელავის მარანი



 როგორ შევიძინოთ
  1. მობრძანდით ჩვენს მაღაზიაში, მისამართზე: ლესელიძის ქ. 31
  2. დაგვიკავშირდით და შეგვიკვეთეთ ტელეფონით: 2-47-60-11
  3. შეიძინეთ ვებ–გვერდით 
    საიტიდან შეძენის წესები

 

გთხოვთ გაეცნოთ

შეკვეთის შესრულების პირობებს

რით არის “ვინოთეკა” გამორჩეული:

  • საუკეთესო ადგილმდებარეობა


“ვინოთეკა” მდებარეობს თბილისის ცენტრში, ლესელიძის 31–ში.

 

  • ქართული სასმელების ყველაზე დიდი არჩევანი


“ვინოთეკაში” წარმოდგენილია როგორც ღვინის დიდი კომპანიების პროდუქცია, ასევე მცირე მარნების ფერმერული წარმოება. ზოგი დასახელების საუკეთესო ღვინოები მხოლოდ ჩვენთან იყიდება ექსკლუზიურად.
 

 

  • სასმელების დეგუსტაცია


“ვინოთეკაში” თქვენ შეგიძლიათ გასინჯოთ სასმელები და ისე გადაწყვიტოთ, რისი შეძენა გსურთ.
 

 

  • კვალიფიციური კონსულტაცია


“ვინოთეკის” მენეჯერები ყოველთვის მზად არიან გაგიწიონ კვალიფიციური და ობიექტური კონსულტაცია სასმელების შესახებ, გაგაცნონ სხვადასხვა ღვინის დადებითი თვისებები, გირჩიოთ რომელი ღვინის წაღება ჯობია საჩუქრად. თქვენი ნდობა ჩვენი წარმატების უპირველესი განმსაზღვრელია.
 

 

  • პროდუქციის შეფუთვა უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის


სტატისტიკურად ქართული ღვინო ყველაზე გავრცელებული საჩუქარია, რომელიც საქართველოდან მიაქვთ. ჩვენ ვაკეთებთ ისეთ შეფუთვას, რომ მისი უსაფრთხო ტრანსპორტირება გარანტირებული იყოს.
 

 

  • სასაჩუქრე შეფუთვა


თუ ღვინოს საჩუქრად ყიდულობთ “ვინოთეკაში” მას ორიგინალურად და ლამაზად შეფუთულს შეიძენთ.
 

 

  • ადგილზე მიტანის სერვისი


ადგილზე მიტანის სერვისი მუშაობს როგორც შეკვეთების შემთხვევაში საიტიდან და ტელეფონით, ასევე ადგილზე სასმელების შეძენისას. თქვენ მიიღებთ ღვინოს თქვენთვის სასურველ დროს და ადგილას და აღარ დაგჭიდებათ მისი ტარება.
 

 

  • დღგ-ფასდაკლება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისთვის


საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს საშუალება აქვთ ისარგებლონ “ვინოთეკაში” მათთვის კუთვნილი დღგ-ფასდაკლებით.
 

 

  • Tax Free სერვისი უცხოეთის მოქალაქეებისთვის


უცხოეთის მოქალაქეებს “ვინოთეკაში” 240 ლარის ზემოთ ღირებულების პროდუქციის შეძენისას, საშუალება აქვთ საქართველოდან პროდუქციის გატანისას საზღვარზე დაიბრუნონ გადახდილი თანხის 15 პროცენტი. ეს არის საქართველოში სასმელის ყიდვის ყველაზე იაფი გზა.