როგორ შევიძინოთ ვებ გვერდიდან?


გადახდა შესაძლებელია VISA პლასტიკური ბარათით ან ნაღდი ანგარიშსწორებით ადგილზე მიტანისას.

პირველი ეტაპი:
აირჩიეთ სასურველი პროდუქტები და მათი რაოდენობა მთავარ გვერდზე ან პროდუქციის განყოფილებაში და დააჭირეთ ღილაკს „დავამატოთ კალათაში“.


მეორე ეტაპი:
თქვენ იმყოფებით გვერდზე „კალათაში“, სადაც უკვე დევს თქვენს მიერ არჩეული პროდუქტები. კალათაში თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ შესაკვეთი პროდუქციის კორექტირება – წაშალოთ არასასურველი პროდუქტი ან შეცვალოთ რაოდენობა, რის შემდეგაც უნდა დააჭიროთ ღილაკს „განახლება“.


თუ გსურთ სხვა პროდუქტის დამატება დააჭირეთ ღილაკს „პროდუქტის დამატება“. შედეგად თქვენ დაბრუნდებით კატალოგში, უკვე არჩეული პროდუქტი კი შეინახება კალათაში (ეს პრაქტიკულია იმ შემთხვევაში თუ გსურთ შედარებისთვის რამოდენიმე პროდუქტი გადადოთ კალათაში, კალათის კორექტირება კვლავ შესაძლებელი იქნება).


ღილაკი „განახლების“ დაჭერის შემდეგ სისტემა ავტომატურად დაგითვლით შეკვეთილი პროდუქციის ღირებულებას ფასდაკლების გათვალისწინებით.


მესამე ეტაპი:
მას შემდეგ რაც საბოლოოდ ჩამოყალიბდებით შეკვეთაზე ყურადღებით შეავსეთ თქვენი პირადი მონაცემები. ყურადღება მიაქციეთ გადახდის მეთოდს, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი: "ანგარიშსწორება კურიერთან" ან "VISA ბარათით".


ანგარისწორება კურიერთან მოხდება ნაღდი ანგარიშსწორებით ადგილზე მიტანისას.


"VISA ბარათით": გადახდა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ბანკის VISA პლასტიკური ბარათით (სამწუხაროდ სხვა ტიპის ბარათების გამოყენება შესაძლებელი არ არის). საკრედიტო ბარათით გადახდის უსაფრთხოება დაცულია ბანკი ქართუს უნივერსალური მულტისაბანკო სისტემით.


გადახდის მეთოდის არჩევის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „შეკვეთის განთავსება“


მეოთხე ეტაპი:
თუ თქვენ გქონდათ არჩეული გადახდის მეთოდი "ანგარიშსწორება კურიერთან", კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ გსურთ შეკვეთის განთავსება და ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ უმოკლეს დროში.


თუ თქვენ გქონდათ არჩეული გადახდის მეთოდი – "VISA ბარათით", კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ გსურთ შეკვეთის განთავსება და გადახვალთ ბანკი "ქართუს" ვებ-გვერდზე, სადაც შესავსებია სამი ველი.



1. ველში "ბარათის ნომერი" მიუთითეთ პლასტიკური ბარათის პირველ გვერდზე დატანილი 16 ნიშნა ნომერი


2. ველში მოქმედების ვადა – მიუთითეთ თქვენი ბარათის მოქმედების ვადა



3. ველში CVC2 – მიუთითეთ პლასტიკური ბარათის მეორე გვერდზე დატანილი ნომრის ბოლო სამი ციფრი



სამივე ველის შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "გადახდა" და ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ უმოკლეს დროში.