შეკვეთის შესრულების პირობები

1. ადგილზე მიტანის ბლანკში ზუსტად მიუთითეთ მისამართი (ქუჩა, სახლი, კორპუსი, ბინა, სართული, თუ ოფისია მისამართთან ერთად მიუთითეთ კომპანიის დასახელება) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. შეცდომების თავიდან აცილების მიზნით ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ და შეათანხმებს ადგილზე მიტანის პირობებს.


2. გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია თქვენს მიერ შერჩეული პროდუქცია არ მოიპოვებოდეს დროულად. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიტოვებთ უფლებას თქვენთან შეთანხმებით ჩავანაცვლოთ პროდუქტი სხვა პროდუქტით ან უკიდურეს შემთხვევაში დაგიბრუნოთ თანხა.


3. შეკვეთის შესრულება შესაძლებელია მხოლოდ მინიმუმ 100 ლარის პროდუქციის შეძენისას.


4. ადგილზე მიწოდება უფასოა.


5. შეკვეთის შესრულება შესაძლებელია მხოლოდ თბილისის ფარგლებში. სხვა შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ინდივიდუალური პირობების შესათანხმებლად.


6. ადგილზე მოწოდება უნაღდო ანგარიშსწორების დროს შესაძლებელია ყველაზე გვიან მეორე კალენდარულ დღეს. ტელეფონით შეკვეთისას ადგილზე მიწოდების პირობებს ინდივიდუალურად შეგითანხმებთ ჩვენი მენეჯერი.


7. ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც გადმოგვეცემა თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად, კონფიდენციალურია.


8. საკრედიტო ბარათით გადახდის უსაფრთხოება დაცულია ბანკი ქართუს უნივერსალური მულტისაბანკო სისტემით. იმისათვის რომ განახორციელოთ გადახდა საჭიროა თქვენი ბარათის მონაცემები, ამ მონაცემების გადაცემა ხორციელდება უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ბანკი ქართუს ინტერნეტ გვერდზე. ინფორმაცია გადაიცემა დაშიფრული სახით და ინახება მხოლოდ სპეციალიზირებულ საბანკო სერვერზე.


9. უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში შეკვეთის გაუქმება შესაძლებელი არ არის.